воскресенье, 19 октября 2014 г.

მეექვსე დღე

      დღეს ვიმსჯელეთ მომდევნო აქტივობაზე-შეფასების შემუშავებაზე .მოვისმინთ დათოს მითითებები, განვიხილეთ  შეფასებების უამრავი ვარიანტი, ვნახეთ  ძალიან საინტერესო რესურსები. თვითონ პირადად მე შეფასების სხვადასხვა  ფორმა  მომეხმარება, სწორად  შევაფასო  თითოეული მოსწავლის  ცოდნის დონე,მათი უნარ-ჩვევები. პედაგოგებმა ჩამიაყალიბეს საკუთარი შეფასებები, დათომ ზოგს მოუწონა,ზოგს კორექტირება გაუკეთა. ეხლა კი ვაგრძელებთ დრაივზე მუშაობას.

суббота, 18 октября 2014 г.

მეხუთე დღე

გამარჯობათ..
    დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი გაკეთებული ბუკლეტები, მინდა გითხრათ რომ წუხელის საკმაოდ ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არ დავღლილვარ. ჩემი მოტივაცია მაკვირვებდა და სურვილი რომ რაც შეიძლება საინტერესო  ყოფილიყო თემატურად და ლამაზი ყოფილიყო დიზაინით.
    დღეს განვიხილეთ  დრაივი, შევქმენით პორტფოლიო, , შევქმენით ფაილები, გავაზიარეთ  ბლოგზე.
კარგად.

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 12 октября 2014 г.

რეფლექსია მეოთხე დღე

მოგესალმებით...
ტრენინგის მეოთხე დღეა, როგორ გავიდა ოთხი საათი  ვერ გავიგე. დათოს ენერგია მაკვირვებს, რამდენჯერ უწევს ერთი და იგივეს გამეორება იმისთვის რომ საინტერესოდ და ადვილად გააგებინოს მასწავლებლებს. დღეს მიმართულების  მომცემ  საკვანძო კითხვებზე  ვიმუშავეთ. მოვისმინეთ  და  განვიხილეთ  თვითოეული ჩვენთაგანის კითხვები. ვიმუშავეთ ბუკლეტის  შექმნაზე...სახლშიც მექნება სამუშაო...

რეფლექსია მესამე დღე

    ტრენინგი თანდათან  საინტერესო  ხდება, იკლო დაძაბულობამ.სიახლეებმა ჩემი ყურადრება  სრულიად მოიცვა. დრეს  განვიხილეთ  ეროვნული სასწავლო გეგმა, ვიმუშავეთ  ბლოგზე. მიხარია, რომ ასე თუ ისე, თავს  თავისუფლად  ვაrთმევ  დავალებებს. ტრენერის  მონდომება  სტიმულია  იმისა, რომ  ვიყოთ  სულ  მუდამ  ახლის  ძიებაში. 







воскресенье, 28 сентября 2014 г.

რეფლექსია მეორე დრე

მოგესალმებით!  ტრენინგის მეორე დღეა... დრო როგორ გავიდა ვერ გავიგეთ. კმაყოფილების გრძნობა არ მტოვებს. დღეს მოვისმინე  პედაგოგების  მიერ შერჩეული უამრავი პროექტის  შესახებ, მოვისმინე  ტრენერის დათოს მიერ მიცემული ზუსტი რჩევები. დავინახე  პედაგოგების მონდომება და სწრაფვა მეტის გაგებისკენ...ძალიან კმაყოფილი ვარ.  ერთი კვირა სწრაფად  გავა.. საკმად  ბევრი სამუშაოც  მელის სახლში.