воскресенье, 28 сентября 2014 г.

რეფლექსია მეორე დრე

მოგესალმებით!  ტრენინგის მეორე დღეა... დრო როგორ გავიდა ვერ გავიგეთ. კმაყოფილების გრძნობა არ მტოვებს. დღეს მოვისმინე  პედაგოგების  მიერ შერჩეული უამრავი პროექტის  შესახებ, მოვისმინე  ტრენერის დათოს მიერ მიცემული ზუსტი რჩევები. დავინახე  პედაგოგების მონდომება და სწრაფვა მეტის გაგებისკენ...ძალიან კმაყოფილი ვარ.  ერთი კვირა სწრაფად  გავა.. საკმად  ბევრი სამუშაოც  მელის სახლში.

რეფლექსია, პირველი დღე.


დღეს ვიწყებ  ინტელის  ტრენინგს. მიხარია,რომ  კიდევ ვახერხებ   დავით ჯანიაშვილთან  ტრენინგის  გავლას. მიუხედავად  დამღლელი,რთული ტრენინგისა დარწმუნებული ვარ ტრენინგი  მეტად საინტერესო და ნაყოფიერი  იქნება. დათოს მიერ ჩატარებული ტრენინგი გავლილი მაქვს და ჩემთვის მასთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტრენინგის პირველ დღეს, ჩემთვის საინტერესო იყო ინტელის პროგრამაში მუშაობის წესების გაცნობა-შესწავლა.აქ განხილული უამრავი რესურსი საშუალებას მომცემს, უფრო კარგად დავალაგო ყველა მასალა და შევქმნა პორტფოლიო.